შონ კონერი

მსახიობი შონ კონერი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული შოტლანდიელი მსახიობი, სერ შონ კონერი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ამის შესახებ ინფორმაცია BBC-მ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.

კონერის კარიერა 50-იან წლებში დაიწყო, პირველი დასამახსოვრებელი როლი 1962 წელს, ფილმ Dr. No-ში შეასრულა. მას მოგებული აქვს არაერთი ცნობილი ჯილდო, მათ შორის, ოსკარი, ოქროს გლობუსი, BAFTA და სხვა. 2000 წელს გახდა ბრიტანეთის იმპერიის რაინდი და მიიღო სერის წოდება.

შონ კონერი პირველი მსახიობია, რომელმაც ჯეიმს ბონდის როლი შეასრულა მხატვრულ ფილმში.  

 

კომენტარები