არჩევნები 2020

ქუთაისში ლეიბორისტების მერობის კანდიდატი ამბობს, რომ სცემეს – შსს-მ გამოძიება დაიწყო

Tabula

ლეიბორისტული პარტიის მერობის კანდიდატი ქუთაისში, ირაკლი კიკვაძე ამბობს, რომ საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე ქართული ოცნების მხარდამჭერებმა სცემეს. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კიკვიძეს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული.

პრესსამსახურისვე ინფორმაციით, ნაცემია ლეიბორისტული პარტიის ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარობის კანდიდატი, სამსონ გუგავაც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს არჩევნებში ნების განხორციელებისთვის ხელის შეშლას სამსახურებრივი მდგომარეობის ან იარაღის გამოყენებით, მოტყუებით, ძალადობით ან ძალადობის მუქარითა და ჯგუფურად. ისჯება ჯარიმით ან პატიმრობით ორიდან სამ წლამდე.

კომენტარები