არჩევნები 2020

ევროპელების ეგზიტპოლი: ქართული ოცნება - 37.4%, ენმ - 28.9%, ევროპული საქართველო - 10%

დავით ბაქრაძე
ევროპული საქართველო

 

ევროპული საქართველოს დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში ქართულმა ოცნებამ ხმების 37.4% აიღო, ნაციონალურმა მოძრაობამ - 28.9%, ევროპულმა საქართველომ - 10%.

"უკვე გამოცხადდა რამდენიმე ეგზიტპოლის შედეგი და ყველა ამ შედეგს აერთიანებს ორი რამ. პირველი - ამ შედეგებიდან ჩანს, რომ ქართულ ოცნებას არ აუღია ამომრჩევლის ხმების ნახევარზე მეტი და მას არ გააჩნია ქართველი ხალხის ნდობის მანდატი არჩევნების პროპორციულ ნაწილში და მეორე - ყველა ეგზიტპოლში იყო ძალიან მაღალი პასუხი უარზე და შემდეგ მოხდა ალოკაცია, რომელიც ყოველთვის იძლევა მაღალ ცდომილებას". - ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე. 

მისი თქმით, პარტია მხოლოდ ოფიციალური მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ გააკეთებს შემდეგ განცხადებას არჩევნებთან დაკავშირებით. 

კომენტარები