არჩევნები 2020

მელია: მოვიპოვე კობახიძის ტელეფონის ნომერი, პირადად ვაპირებ დაკავშირებას

ტაბულა

ეგზიტპოლების გამოქვეყნების შემდეგ გლდანის მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი ნიკა მელია ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა:

მე მოვიპოვე ირაკლი კობახიძის ტელეფონის ნომერი და პირადად ვაპირებ დაკავშირებას მასთან სულ რაღაც 10-ის 5 წუთზე. იმედია, მიპასუხებთ, ბატონო ირაკლი". - თქვა მან.

კობახიძემ თქვა, რომ ქართული ოცნების მაჟორიტარობის სამი კანდიდატიდან, იგულისხმება გლდანში ლევან კობიაშვილი, სამგორში სოზარ სუბარი და თელავის, ახმეტის, ყვარელის, ლაგოდეხის ოლქში ირაკლი ქადაგიშვილი, რომელიმე ვერ გაიმარჯვებდა, პოლიტიკიდან წავიდოდა.

ყველა არხის ეგზიტპოლის შედეგები ერთად შეგიძლიათ ნახოთ აქ. ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები