თავდასხმა საფრანგეთში

საფრანგეთის ქალაქ ლიონში მართლმადიდებელი მღვდელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

0 კომენტარი

საფრანგეთის ქალაქ ლიონში მართლმადიდებელი მღვდელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. თავდამსხმელი მიიმალა. პოლიცია მას ამ დრომდე ეძებს. დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა. მას ორჯერ ესროლეს.

თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც მღვდელი ეკლესიას კეტავდა. მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

მღვდლის ვინაობა არ გასაჯაროებულა, თუმცა ადგილობრივი მედიის მიხედვით ის ეთნიკურად ბერძენია.

29 ოქტომბერს ტუნისელი კაცი საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მყოფ პირებს დანით დაესხა თავს და 3 ადამიანი მოკლა. თავდამსხმელის გარდა დაკავებულია კიდევ 2 პირი.

17 ოქტომბერს პარიზში ისლამისტმა თავდამსხმელმა მასწავლებელს თავი მოჰკვეთა, თავდამსხმელი კი პოლიციამ მოკლა. მსხვერპლი ისტორიის მასწავლებელი იყო, რომელმაც საკლასო ოთახში წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურა აჩვენა.

საფრანგეთში გაამკაცრეს უსაფრთხოების ზომები. პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის თქმით, საჯარო თავშეყრის ადგილებში, მათ შორის ტაძრებსა და სკოლებში დაცვის გასაძლიერებლად განთავსებული ჯარისკაცების რაოდენობა 3 000-დან 7 000-მდე გაიზრდება. საფრანგეთს შინაგან საქმეთა მინისტრი ჟერალდ დარმანინმა კი თქვა, რომ საფრანგეთში მეტი თავდასხმა იყო მოსალოდნელი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები