არჩევნები 2020

მთავარი არხის ეგზიტპოლი: ისანში კახიშვილი – 35%, დეკანოიძე – 32%

ტელეკომპანია მთავარის დაკვეთით ეგზიტპოლი ფრანგულმა კვლევითმა ცენტრმა IPSOS-მა ჩაატარა. ისნის მაჟორიტარულ ოლქში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ქართული ოცნების კანდიდატ კახა კახიშვილს ამომრჩეველთა 35% უჭერს მხარს, ენმ-ის კანდიდატ ხატაი დეკანოიძეს კი 32%.

ისნის ოლქში ამომრჩეველთა 19% გაერთიანებული ოპოზციის საერთო კანდიდატს და სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს, გირგი ვაშაძეს უჭერს მხარს.

მთავარი არხის ინფორმაციით, ეგზიტპოლის ცდომილება 3%-ია.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს, მათ შორის პირველად შედეგებს თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები