არჩევნები 2020

ოპოზიციის ლიდერები ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან იკრიბებიან

ოპოზიციის ლიდერები ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან იკრიბებიან. მიზეზი საარჩევნო ოქმებთან დაკავშირებული არჩევნების სავარაუდო გაყალბების გაპროტესტებაა.

ცესკოს შენობასთან უკვე მივიდა ენმ-ძალა ერთობაშიას სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი და ოპოზიციის სხვა ლიდერები. 

"არჩევნების მიტაცებას თამარ ჟვანიას და ბიძინა ივანიშვილის არ დავანებებთ". – ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

ცესკოს შენობასთან მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც.

პარალელურად, გლდანში, ენმ-ძალა ერთობაშიას გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ნიკა მელიას ოფისში ოპოზიციური პარტიების სხვა ლიდერებიც იკრიბებიან. 

ტაბულა ინფორმაციას განახლებად რეჟიმში შემოგთავაზებთ.

კომენტარები