არჩევნები 2020

კობახიძე: ჩვენი მონაცემებით, გვაქვს 51%, უფრო ახლოსაა რეალობასთან, ვიდრე ცესკოს

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა, სადაც მათ ხელთ არსებულ წინასწარ მონაცემებზე ისაუბრა:

"ჩვენთან არის 1 600-ზე მეტი ოქმის მონაცემები შემოსული. ამ ეტაპზე, ჩვენი პროცენტული მაჩვენებელი არის 51%".

კობახიძემ თქვა, რომ მათი მონაცემები უფრო ახლოს არის რეალობასთან, ვიდრე ცენტრალური საარჩევნო კომისიის:

"ჩვენ დამატებითი დამუშავება ცესკოსგან განსხვავებით არ გვჭირდება. ჩვენ, როდესაც შემოგვდის ოქმი მარტივად შეგვიძლია გამოცხადება. ამ შემთხვევაში უფრო მეტად არის დაბალანსებული ხმები. არის წარმოდგენილი, როგორც რეგიონების მუნიციპალიტეტები, ასევე ქალაქები და შესაბამისად ეს ბალანსს მთლიანობაში ცვლის. აქედან გამომდინარე, ჩვენი მონაცემები უფრო ახლოს არის რეალობასთან". – თქვა მან.

მან, ასევე, ისაუბრა მეორე ტურების შესაძლებლობაზე:

"თბილისში არის უმეტეს შემთხვევაში მეორე ტურები მოსალოდნელი, ასევე ქუთაისში და ბათუმში". –თქვა მან.

ამჟამად ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, დათვლილია 33.45% (1287 უბანი 3847-დან). ამ მონაცემებით, ქართულ ოცნებას ხმათა 52.61% აქვს.

კომენტარები