კორონავირუსი აჭარაში

COVID-19 აჭარაში: გამოვლინდა 389 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 6, გამოჯანმრთელდა 272 პაციენტი

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებული შენობა, სადაც Covid-პაციენტები ჰყავთ
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში აღრიცხული ახალი კორონავირუსის 1 852 შემთხვევიდან 389 აჭარაში გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 272 პირი, ხოლო ჯამურად აჭარაში 8 509 პაციენტი განიკურნა.

გასულ დღე ღამეში გარდაცვლილი 7 პაციენტიდან 6 აჭარაში, ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში მკურნალობდა. მათგან 3 – რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში, მედცენტრსა და ბათუმის სამედიცინო ცენტრში:

  1. რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 75 წლის კაცი, კლინიკაში შევიდა: 16:10:2020, გარდაიცვალა:1:11:2020 დიაგნოზი/თანმხლები: კოვიდ19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, გულის ქრონიკული უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია.
  2. რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 87 წლის ქალი, კლინიკაში შევიდა: 28:10:2020, გარდაიცვალა:1:11:2020 დიაგნოზი/თანმხლები: კოვიდ19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, გულის ათეროსკლეროზული დაავადება, გულის ქრონიკული უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი.
  3. რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 91 წლის ქალი, კლინიკაში შევიდა: 12:10:2020, გარდაიცვალა:1:11:2020 დიაგნოზი/თანმხლები: კოვიდ19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ჭარბი წონა, არტერიული ჰიპერტენზია, მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა.
  4. მედცენტრი – 54 წლის კაცი, კლინიკაში შევიდა: 16:10:2020, გარდაიცვალა:1:11:2020 დიაგნოზი/თანმხლები: კოვიდ19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, ღვიძლის მწვავე უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა.
  5. ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი – 70 წლის ქალი, კლინიკაში შევიდა: 19:10:2020, გარდაიცვალა: 1:11:2020 დიაგნოზი/თანმხლები: კოვიდ19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შაქრიანი დიაბეტი, ინსულინდამოკიდებული, ჭარბი წონა.
  6. ბათუმის სამედიცინო ცენტრი – 69 წლის კაცი, კლინიკაში შევიდა: 29:10:2020, გარდაიცვალა:1:11:2020 დიაგნოზი/თანმხლები: კოვიდ19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის უკმარისობა ინსულტი, ინფარქტი, ესენციური ჰიპერტენზია.

დღეს, 2 ნოემბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 852 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 7 და გამოჯანმრთელდა 1 696 ადამიანი.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 42 579 შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 26 800 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 335 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები