კორონავირუსი საქართველოში

ქალაქები, სადაც სასწავლო პროცესი სრულად დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, რამდენიმე ქალაქში სასწავლო პროცესი სრულად დისტანციურ რეჟიმში შენარჩუნდება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცეპრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ამის მიზეზი მობილობის შემცირება და II ტურებისთვის სკოლების მომზადებაა. ეს გადაწყვეტილება ეხება როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებს.

4-დან 25 ნოემბრამდე სრულად დისტანციურად ისწავლიან თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში - ამ ქალაქების უმეტესობაში არჩევნების მეორე ტურები უნდა ჩატარდეს. აჭარაში სწავლა აქამდეც დისტანციურად მიმდინარეობდა.

რაც შეეხება უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებს (აჭარის რეგიონის გარდა), ისინი სასწავლო პროცესს ისევე განაგრძობენ, როგორც აქამდე. კერძოდ, უნივერსიტეტები პრაქტიკულ და ლაბორატორიულ მეცადინეობებს წარმართავენ არადისტანციურ რეჟიმში.

კომენტარები