ფიზიკური ძალადობა გორგი რურუაზე

რურუა ციხეში თავდასხმაზე: მთლიან პასუხისმგებლობას ვაკისრებ რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს

პოლიტპატიმარი გიორგი რურუა ციხეში მასზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს. ამის შესახებ რურუა Facebook-ზე წერს. 

"გუშინდელ ინციდენტზე მთლიან პასუხისმგებლობას ვაკისრებ რუს ოლიგარქ ივანიშვილს. მხოლოდ მისი თანხმობით შეიძლებოდა, ეს მომხდარიყო.

თავდასხმების, ციხეების, წვიმის, სიცივის, გათენებული ღამეების, არ დანებების შემდეგ მოდის თავისუფლება. მადლობა, მეგობრებო, თანადგომისათვის.

ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტპატიმარი გიორგი რურუა

3 ნოემბერი 2020 წელი". 

პოლიტპატიმარ გიორგი რურუას N8 პენიტენციურ დაწესებულებაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და თავს დაესხნენ.

გიორგი რურუაზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სალომე სამადაშვილმა ფორმულას ეთერში ისაუბრა.

მოგვიანებით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ რურუაზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

კომენტარები