არჩევნები 2020

შვედეთი არჩევნებზე: ვიზიარებთ ეუთოს განცხადებას, საჩივრების სამართლიანად განხილვას ველით

Teller Report

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ან ქრისტინ ლინდე, საქართველოში 31 ოქტომბერს გამართულ საპარალამენტო არჩევნებს თავის Twitter-ის გვერდზე გამოეხმაურა.

"როგორც საქართველოს მეგობარი, შვედეთი იზიარებს ევროკავშირის და ეუთო/ოდირის განცხადებებს საქართველოში არჩევნების შესახებ. განცხადებებში აღნიშნულია, რომ არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და მთლიანობაში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო. ჩვენ ველით, რომ ყველა საჩივარი განიხილება სამართლიანად, გამჭვირვალედ და მკაცრად". – წერს მინისტრი.

საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები