2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმათა 100% დათვლილია. ოპოზიცია უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე. ისტორიაში პირველად პარლამენტი ერთპარტიული იქნება.
დღეის მოცემულობით, თუ ოპოზიცია მეორე ტურის ბოიკოტს გააგრძელებს, ქართული ოცნება ყველა მაჟორიტარულ ოლქს მოიგებს და პარლამენტში 90 დეპუტატით შევა. მათგან ნაწილი, მაგალითად, პრემიერი გახარია, სავარაუდოდ, აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაბრუნდება. გთავაზობთ მმართველი გუნდის ცნობილ და უცნობ სახეებს - სიის მიხედვით.
სიის 47-ე და 52-ე ნომრების, ლევან ქარუმიძისა და მაია მენაღარიშვილის ფოტოები google-ში არ მოიძებნა.