არჩევნები 2020

შაშკინი: კობახიძე ისე შორს არის იურისპრუდენციისგან, როგორც ბებიაჩემი – ჩინეთისგან

–"ბოროტი კლოუნი კობახიძე ისე შორს არის იურისპრუდენციისგან, როგორც ბებიაჩემი - ჩინეთისგან." - ასე ეხმაურება ენმ-ძალა ერთობაშიას წევრი, დიმიტრი შაშკინი ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის სუს-ში დაბარებას. 

"როდესაც ის საუბრობს რაღაც დანაშაულზე, როგორც იურისტმა, შემიძლია, განვუმარტო - დანაშაულს აქვს შემადგენელი ნაწილი. თუ დანაშაულს შემადგენელი ნაწილი არ გააჩნია, ეს ნიშნავს, რომ ეს დანაშაული არ არის." - ამბობს შაშკინი ფორმულასთან ინტერვიუში. 

ირაკლი კობახიძის თქმით, მან სუს-ს მიაწოდა "ინფორმაცია რევოლუციური სცენარის შესახებ". კობახიძე ამბობს, რომ დაასახელა იმ ადამიანების გვარები, ვინც, მისი მტკიცებით, პროვოკაციებს ამზადებს - მიხეილ სააკაშვილი, დევი ჭანკოტაძე და დიმიტრი შაშკინი. 

30 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ირაკლი კობახიძის განცხადების საფუძველზე ოპოზიციის პროვოკაციაზე ფაქტების შესწავლა დაიწყო.

მანამდე კი ირაკლი კობახიძემ ფეისბუქზე გამოაქვეყნა ოპოზიციური კანდიდატების სიები, რომლებიც, მისი თქმით, არჩევნებზე პროვოკაციებს გეგმავენ.

კომენტარები