ეკონომიკა

ლარი დოლართან მიმართებით 3.8 თეთრით, ხოლო ევროსთან მიმართებით 2.4 გამყარდა

ეროვნული ბანკი

გუშინდელი მკვეთრი გაუფასურების შემდეგ ეროვნული ვალუტა მცირედით გამყარდა. გუშინ, 5 ნოემბერს ლარმა დოლართან მიმართებით 5.9 თეთრი, ხოლო ევროსთან მიმართები 10.9 თეთრი დაკარგა. 

ახალი კურსით ლარი დოლართან მიმართებით 3.87 თეთრით, ხოლო ევროსთან 2.45 თეთრით გამყარდა. ამ დროისთვის 1 დოლარის ღირებულება 3.3613 ლარია, ხოლო 1 ევროსი 3.9892 ლარი. 

2 ნოემბერს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე კიდევ 60 მილიონი დოლარი გაყიდა. სებ-მა ლარის კურსის სტაბილურობისთვის ეს არაერთხელ გააკეთა. მხოლოდ სექტემბერ-ოქტომბერში სებ-მა 320 მილიონი დოლარის რეზერვი გაიტანა სავალუტო ბაზარზე. მთლიანად, მიმდინარე წელს კი ეროვნულმა ბანკმა 709 მილიონი დოლარი გაყიდა.

საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი განსაკუთრებით დაეცა პანდემიის შედეგად ჩაკეტილი საზღვრებისა და რამდენიმეთვიანი კარანტინის ფონზე. 8 თვის წინ, პანდემიის დაწყებამდე, 2020 წლის 23 თებერვალს ერთი ევროს ოფიციალური კურსი  3.0571 ლარი იყო, ხოლო 1 აშშ დოლარის – 2.8299 ლარი. ამ პერიოდში ლარი დოლართან 51 თეთრით, ხოლო ევროსთან 84 თეთრით გაუფასურდა.

კომენტარები