არჩევნები 2020

ცესკო: ინფორმაცია, რომ დაკავებული პოზიცია 7-მა წევრმა დატოვა, სიმართლეს არ შეესაბამება

ტაბულა

ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ თანამდებობა 7-მა თანამშრომელმა დატოვა. 

"სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის 7-მა წევრმა დატოვა დაკავებული პოზიცია. აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს. 

მივმართავთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს - თავი აარიდონ დეზინფორმაციის გავრცელებას და არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში ცრუ ინფორმაციის გავრცელებით." - წერია განცხადებაში.

დღეს, 6 ნოემბერს, თანამდებობა დატოვა ცესკოს საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა სპეციალისტმა, ივანე ბურდულმა. როგორც ის განმარტავს, სამსახურიდან წასვლის მიზეზი ცესკოს მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაა.

კომენტარები