კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 2 859 შემთხვევიდან 1 197 თბილისში დადასტურდა, 620 – აჭარაში

დღეს, 7 ნოემბერს, საქართველოში კორონავირუსის 2 859 ახალი შემთხვევიდან 1 197 თბილისში დადასტურდა, 620 კი - აჭარაში.

  • იმერეთში - 438
  • ქვემო ქართლში - 109
  • შიდა ქართლში - 62
  • გურიაში - 63
  • სამეგრელო/ზემო სვანეთში - 138
  • კახეთში - 94
  • მცხეთა-მთიანეთში - 38
  • სამცხე ჯავახეთში - 72
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 28

ბოლო 24 საათში გარდაცვლილი 18 ადამიანიდან თბილისში 7 ადამინი მკურნალობდა, აჭარაში - 4, იმერეთში - 4, ქვემო ქართლში - 2, ხოლო მცხეთა-მთიანეთში - 1.

დღეისთვის არსებული 14 612 აქტიური შემთხვევიდან 4 670 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, აქედან თბილისში - 2 282, აჭარაში - 740. 585 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 345 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. 

კოვიდ-სასტუმროში 599 ადამიანი, ხოლო ბინაზე 7 343 ადამიანი მკურნალობს. საკარანტინე სივრცეში 3 015 ადამიანი იმყოფება, ხოლო თვითოზოლაციაში - 34 439.

კომენტარები