კორონავირუსი საქართველოში

9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში საზ. ტრანსპორტში ადამიანთა რაოდენობა შეიზღუდება

თბილისის მერია

9 ნოემბრიდან, დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორში, ფოთში - საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადამიანების რაოდენობის შემცირებისთვის განსაკუთრებული ზომები იქნება მიღებული.

"მუნიციპალიტეტებთან უკვე აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ მათ მიერ იქნას შემოტანილი გარკვეული ღონისძიებები, რათა უშუალოდ მუნიციპალურ ტრანსპორტში შეიზღუდოს ადამიანების რაოდენობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ დღის საათებში მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობა ან გადაადგილება იქნება შეზღუდული, ჩვენ ვსაუბრობთ ნაკლები ადამიანების გადაადგილებაზე ტრანსპორტით". - თქვა მაია ცქიტიშვილმა.

კომენტარები