კორონავირუსი საქართველოში

უგულავა შეზღუდვებზე: მთავრობა თეთრ ხალათს ამოეფარა და თავის პოლიტიკურ პრობლემებს აგვარებს

ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას თქმით, შეზღუდვები, რომლებიც 9 ნოემბრიდან ამოქმედდება, მთავრობის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მისი თქმით, ხელისუფლება კორონავირუსის პანდემიას საკუთარი "პოლიტიკური ტყავის" გადასარჩენად იყენებს. 

"პირველი დღიდან საზოგადოებას ჰქონდა ეჭვი, რომ თქვენ კოვიდს საკუთარი პოლიტიკური ტყავის გადასარჩენად იყენებდით, თეთრ ხალათს ამოეფარეთ, საკუთარი პოლიტიკური პრობლემების მოგვარება გადაწყვიტეთ და პირდაპირ გეტყვით, რომ სულ ფეხებზე გკიდიათ თქვენ ხალხის ჯანმრთელობა. რასაც ეხლა დღეს გვაჩეჩებენ, ეს არის პირდაპირ პოლიტიკური". - ამბობს უგულავა. 

9 ნოემბრიდან იზღუდება 22:00 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება, როგორც ქვეითად მოსიარულეთათვის, ისე ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის.

ამასთან ერთად, 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორში, ფოთში - მიღებული იქნება სპეციალური ღონისძიებები, რომლებითაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადამიანთა რაოდენობა შეიზღუდება.

ცქიტიშვილის თქმით, სხვა შეზღუდვებთან ერთად, დიდ ქალაქებში, შესაძლოა, არ დაუშვან საზოგადოებრივ ტრანსპორტში ფეხზე მდგომი ადამიანების გადაადგილება.

9 ნოემბრიდან თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში დროებით დაიხურება, როგორც მუნიციპალური, ისე კერძო საბავშვო ბაღები.

კომენტარები