არჩევნები 2020

ლელო: აქტივისტებს ოცნების წევრები აქციის საინფორმაციო კამპანიის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ

ლელოს ინფორმაციით, ბათუმში ლელოს აქტივისტებს მმართველი გუნდის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ – მიზეზი კი 8 ნოემბრის აქციის შესახებ საინფორმაციო კამპანია იყო

ლელოს წევრებს თავს დაესხნენ ე.წ ხოფის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ისინი აპროტესტებდნენ არჩევნების შედეგებს და 8 ნოემბრის აქციის მოსაწვევებს არიგებდნენ. 

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კუპრაძის თქმით, ქართული ოცნება აგონიაშია და ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადავიდა. 

"ოპოზიციის ლიდერებს ხოფის ბაზრობაზე დაგვესხნენ თავს, 8 ნოემბრის აქციის მოსაწვევების დარიგების დროს. ქართული ოცნება უკვე გადავიდა ქუჩაში გასწორების მეთოდებზე, დაშინებასა და ცემა-ტყეპაზე. ეს აგონია, რაშიც ოცნება იმყოფება, ძალიან მალე უნდა დაასრულოს ქართველმა ხალხმა". – ამბობს კუპრაძე. 

8 ნოემბერს თბილისში ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია იმართება. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. მანდატებზე უარი თქვეს ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პუტინისტურმა პატრიოტთა ალიანსმა.

კომენტარები