აშშ-ს არჩევნები 2020

ბაიდენი: გპირდებით, რომ ყველა ამერიკელის პრეზიდენტი ვიქნები

ჯო ბაიდენი

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ ჯო ბაიდენმა Twitter-ზე დაწერა:

"ამერიკა, მე მერგო შენ მიერ არჩევის პატივი, რათა გავუძღვე ჩვენს დიდებულ ქვეყანას. სამუშაო, რაც წინ გვაქვს, მძიმე იქნება, მაგრამ გპირდებით ამას: მე ვიქნები ყველა ამერიკელის პრეზიდენტი - მიუხედავად იმისა, მომეცით თუ არა ხმა მე. მე გავამართლებ იმ რწმენას, რაც ჩემ მიმართ გამოავლინეთ". - დაწერა მან.

დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა პენსილვანიის შტატში გაიმარჯვა. პენსილვანიაში დათვლილია ხმების 99%, ბაიდენს 49.7% აქვს და ტრამპს 34 458 ხმით უსწრებს.

ამით მან აშშ-ს საარჩევნო კოლეგიაში პრეზიდენტად არჩევისთვის საკმარისი ხმები დააგროვა. ჯამში ამჟამად ბაიდენს 273 ხმა აქვს, პრეზიდენტად არჩევისთვის კი 270 ხმა არის საჭირო. ბაიდენი ასევე ლიდერობს ნევადის, არიზონისა და ჯორჯიის შტატებშიც, სადაც ხმების დათვლა ჯერ არ დასრულებულა.

საარჩვენო კოლეგიის წევრები მომავალ თვეს შეიკრიბებიან და პრეზიდენტს ოფიციალურად აირჩევენ.

მიუხედავად იმისა, რომ საკმარის შტატებში გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო, დონალდ ტრამპი ტვიტერზე წერს, რომ არჩევნებში ის დიდი სხვაობით იმარჯვებს.

განახლებადი შედეგები ნახეთ აქ.

ამავე თემაზე:

 

კომენტარები