აშშ-ს არჩევნები 2020

ტრამპი: ლეგალური ხმებით მე გავიმარჯვე

0 კომენტარი
დონალდ ტრამპი ფოტო: Reuters

დონალდ ტრამპი twitter-ზე აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს ეხმაურება და ამბობს, რომ არჩევნებში მან გაიმარჯვა.

"დამკვირვებლები დაშვებული არ არიან ხმების დათვლის ოთახებში. მე გავიმარჯვე არჩევნებში, 71 000 000 ლეგალური ხმა მივიღე. ცუდი რამ მოხდა, რისი დანახვაც ჩვენს დამკვირვებლებს არ შეეძლოთ. ასეთი რამ ადრე არასდროს მომხდარა. მილიონობით ბიულეტენი გაიგზავნა ფოსტით იმ ადამიანებთან, რომლებსაც ის არ მოუთხოვიათ". – წერს ტრამპი. 

twitter-ი დონალდ ტრამპის გამოხმაურებას არჩევნების გაყალბების შესახებ სადავოს უწოდებს.

დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა პენსილვანიის შტატში გაიმარჯვა. პენსილვანიაში დათვლილია ხმების 99%, ბაიდენს 49.7% აქვს და ტრამპს 34 458 ხმით უსწრებს. ამით მან აშშ-ს საარჩევნო კოლეგიაში პრეზიდენტად არჩევისთვის საკმარისი ხმები დააგროვა.

ჯამში ამჟამად ბაიდენს 290 ხმა აქვს, პრეზიდენტად არჩევისთვის კი 270 ხმა არის საჭირო. ბაიდენი ასევე ლიდერობს ნევადის, არიზონისა და ჯორჯიის შტატებშიც, სადაც ხმების დათვლა ჯერ არ დასრულებულა.

საარჩვენო კოლეგიის წევრები მომავალ თვეს შეიკრიბებიან და პრეზიდენტს ოფიციალურად აირჩევენ.

განახლებადი შედეგები ნახეთ  აქ.

ამავე თემაზე:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები