აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები

სალომე ზურაბიშვილმა ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი twitter-ზე ამერიკის არჩეულ პრეზიდენტსა და ვიცეპრეზიდენტს გამარჯვებას ულოცავს.

"ვულოცავ ჯო ბაიდენს! საქართველოს, კავკასიის რეგიონს და მსოფლიოს სჭირდება თავისუფალი, ძლიერი და დემოკრატიული ამერიკა.

მე მჯერა, რომ ერთობლივი მუშაობით, ჩვენი თანამშრომლობა და ურთიერთკავშირები გაძლიერდება ჩვენს ერებს შორის".- წერს ზურაბიშვილი. 

ზურაბიშვილმა კამალა ჰარისსაც მიულოცა ვიცეპრეზიდენტობა და წამრატებები უსურვა. 

"როგორც აშშ-ს ისტორიაში პირველ ქალ ვიცეპრეზიდენტს, მინდა პირადად მოგილოცოთ და წარმატებები გისურვოთ".- დაწერა ზურაბიშვილმა. 

დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა პენსილვანიის შტატში გაიმარჯვა. პენსილვანიაში დათვლილია ხმების 99%, ბაიდენს 49.7% აქვს და ტრამპს 34 458 ხმით უსწრებს. ამით მან აშშ-ს საარჩევნო კოლეგიაში პრეზიდენტად არჩევისთვის საკმარისი ხმები დააგროვა.

ჯამში ამჟამად ბაიდენს 290 ხმა აქვს, პრეზიდენტად არჩევისთვის კი 270 ხმა არის საჭირო. ბაიდენი ასევე ლიდერობს ნევადის, არიზონისა და ჯორჯიის შტატებშიც, სადაც ხმების დათვლა ჯერ არ დასრულებულა.

საარჩვენო კოლეგიის წევრები მომავალ თვეს შეიკრიბებიან და პრეზიდენტს ოფიციალურად აირჩევენ.

განახლებადი შედეგები ნახეთ აქ.

 

კომენტარები