არჩევნები 2020

უგულავა: ჩვენ ვიქნებით ცესკო-სთან მანამ, სანამ არ გადადგება ჟვანია

"უნდა გადავაყენოთ თამარ ჟვანია და მისი გამყალბებლების გუნდი, იმიტომ რომ მათთან ერთად არ არსებობს თავისუფალი არჩევნები." – ასე მიმართა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ პარლამენტის წინ შეკრებილ დემონსტრანტებს.

გიგი უგულავამ სიტყვით გამოსვლისას ცესკო ქაჯეთისა და სიყალბის ციხეს შეადარა და აღნიშნა, რომ ის "აგურ-აგურ სიმბოლურად უნდა დაიშალოს", რათა საქართველოში აღარავინ მოიპაროს თავისუფალი არჩევნები. გიგი უგულავა ამბობს, რომ გეგმის თანახმად ოპოზიცია იქნება ცესკო-სთან მანამდე, სანამ თამარ ჟვანია არ გადადგება.

უგულავას თქმით, ქართული ოცნების დეპუტატებს "90 პატიოსან გვამს" პარლამენტში შესვლისთვის მოუწევთ ქართველი ხალხისა და საკუთარი ქვეყნისთვის თვალებში ჩახედვა და ქართველი ხალხისთვის გადაბიჯება. ქართველი ხალხი კი "არ მიიღებს ამ სიყალბეს".

ოპოზიციის გადაწყვეტილებით, ისინი, აქტივისტებთან ერთად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ინაცვლებენ. ენმ-ძალა ერთობაშიას ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, ისინი ცესკოს შენობასთან იქნებიან, სანამ არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები.

მელიას თქმით, ოპოზიციას მოლაპარაკებების დანიშვნისთვის ირაკლი კობახიძე და არჩილ თალაკვაძე დაუკავშირდნენ.

კომენტარები