აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 2020

ბილი აილიშმა, სტივენ კინგმა, ლებრონ ჯეიმსმა და სხვებმა ჯო ბაიდენს გამარჯვება მიულოცეს

StyleCaster

კინოს, მუსიკის, ლიტერატურისა და სპორტის წარმომადგენლებმა აშშ-ს ახალ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს.

ბილი აილიში

View this post on Instagram

BIDEEENNNNNNNNN BITCHES😭😭😭😭😭

A post shared by BILLIE EILISH (@billieeilish) on

"ღმერთო ჩემო, დიდი მადლობა ყველას ვინც ხმა მისცა. ჯანდაბა! დაუჯერებელი, ძალიან ბედნიერი ვარ. აღარავის დაუჯეროთ, ვინც გეტყვით, რომ თქვენ ხმას მნიშვნელობა არ აქვს". – ამბობს ვიდეომიმართვაში მომღერალი.

სტივენ კინგი

"ამერიკა ტრამპს: გათავისუფლებული ხარ"! - წერს კინგი სოციალურ ქსელში.

მარკ ჰემილი

ლუკ სკაიუოკერის როლის შემსრულებელმა ბოლო წლების პოლიტიკური პროცესები ვარსკვლავურ ომებს შეადარა.

არნოლდ შვარცენეგერი

"ვულოცავ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისს. მე ამას ყოველი არჩევნების შემდეგ ვაკეთებ და დღეს ეს მილოცვა გაცილებით მნიშვნელოვანია ყველასთვის. გგულშემატკივრობთ, თქვენი წარმატება ქვეყნის წარმატებაა". – წერს მსახიობი და კალიფორნიის რესპუბლიკელი ყოფილი გუბერნატორი.

არიანა გრანდე

"ვტირი". - წერს მომღერალი.

ლებრონ ჯეიმსი

კალათბურთელმა ფოტოშოპით გაკეთებული ფოტო გამოაქვეყნა.

ვუდი ჰარელსონი

მსახიობი კარიკატურით შემოიფარგლა

კომენტარები