კორონავირუსი საქართველოში

დღეიდან თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები 22:00 საათამდე იმუშავებენ

ტაბულა

დღეიდან, 9 ნოემბრიდან, თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები 22:00 საათამდე იმუშავებენ.

"მოქალაქეებს მოვუწოდებთ, მგზავრობის დაგეგმვისას აღნიშნული გარემოებები გაითვალისწინონ და სპეციალისტების რეკომენდაციები დაიცვან". – წერს მერია.

გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული შეზღუდვის ფარგლებში ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც, დღეიდან, 22:00 საათიდან დილის 5 საათამდე იზღუდება, როგორც ქვეითების, ისე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა.

კომენტარები