რაიან რეინოლდსი

რაიან რეინოლდსმა კანადის ჩრდილოეთში მდებარე სკოლის მოსწავლეებს ტანსაცმელი უყიდა

Befunky

კანადელმა მომღერალმა ბეკი ჰანმა მშობლიური ქალაქის, არქტიკ-ბეის სკოლის მოსწავლეებისთვის ზამთრის ტანსაცმლის შესყიდვის კამპანია წამოიწყო. საქველმოქმედო აქციას მისი თანამემამულე, მსახიობი რაიან რეინოლდსი გამოეხმაურა.

დედპულის ვარსკვლავმა სკოლაში Canada Goose-ის ფირმის 300 ერთეული ქურთუკი, ფეხსაცმელი, თბილი წინდა, ხელთათმანი და ქუდი გააგზავნა. მხოლოდ რეინოლდსის შემოწირულობით სკოლის თითოეული მოსწავლე შეიმოსა. 

"Twitter-ზე განცხადება დავდე და რაიანი გამომეხმაურა. თავდაპირველად მეგონა, რომ ფეიქ ექაუნთით ვიღაც მეხუმრებოდა, მერე მივხვდი, რომ მართლა რეინოლდსი დამიკავშირდა. აღფრთოვანებული ვარ მისი საქციელით". – ამბობს ბეკი ჰანი.

არქტიკ-ბეი კანადის უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარეობს, სადაც ზამთარში ჰაერის ტემპერატურა ზოგჯერ -38 გრადუსს აღწევს.

კომენტარები