ლარის კურსი

37 მლნ დოლარის გაყიდვის შემდეგ ლარი დოლართან 1.22, ევროსთან 4.07 თეთრით გამყარდა

ეროვნული ბანკი

10 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ოფიციალური გაცვლითი კურსით, ლარი დოლართან მიმართებით 1.22 თეთრით, ევროსთან მიმართებით კი 4.07 თეთრით გამყარდა. ამ დროისთვის ერთი დოლარის ღირებულება 3.3186 ლარია, ერთი ევროსი კი – 3.9143.

დღესვე ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე რეზერვებიდან გასაყიდად კიდევ 40 მლნ. აშშ დოლარი გაიტანა. აუქციონზე 37 200 000 აშშ დოლარი გაიყიდა. სებ-მა ლარის კურსის სტაბილურობისთვის ეს არაერთხელ გააკეთა. მხოლოდ სექტემბერ-ოქტომბერში სებ-მა 320 მილიონი დოლარის რეზერვი გაიტანა სავალუტო ბაზარზე. მთლიანად, მიმდინარე წელს კი ეროვნულმა ბანკმა 746 მილიონი დოლარი გაყიდა.

საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი განსაკუთრებით დაეცა პანდემიის შედეგად ჩაკეტილი საზღვრებისა და რამდენიმეთვიანი კარანტინის ფონზე. 8 თვის წინ, პანდემიის დაწყებამდე, 2020 წლის 23 თებერვალს ერთი ევროს ოფიციალური კურსი 3.0571 ლარი იყო, ხოლო 1 აშშ დოლარის – 2.8299 ლარი. ამ პერიოდში ლარი დოლართან 51 თეთრით, ხოლო ევროსთან 84 თეთრით გაუფასურდა.

კომენტარები