ტურიზმი

IMF: ტურიზმი საქართველოში 2019 წლის დონეს 2024 წლისთვის დაუბრუნდება

IMF

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებით საქართველო 2019 წლის ნიშნულს 2024 წლისთვის დაუბრუნდება. 

"ტურიზმის სექტორში შოკის შედეგად ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2019 წლის ნიშნულს 2024 წლისთვის დაუბრუნდება". - წერია IMF-ის განცხადებაში.

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, 2019 წლის სექტემბერთან შედარებით, მიმდინარე წლის სექტემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 95,1%-ით შემცირდა. სექტემბერში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობებიდან მხოლოდ 15.7 მილიონი დოლარი მიიღო, შედარებისთვის, წინა წლის სექტემბერში იმავე მაჩვენებელმა 318 მილიონ დოლარს გადააჭარბა. 

სულ მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 499 მილიონ დოლარს შეადგენს. შედარებისთვის, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველომ ტურიზმიდან 2,5 მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო. 

კომენტარები