გირჩი

გირჩი გულშემატკივრებს ხვალინდელი მატჩის ყურებას დინამოსთან, დიდ ეკრანზე სთავაზობს

facebook.com

პარტია გირჩი ფეხბურთის გულშემატკივრებს ხვალ, 12 ნოემბერს, საქართველო-ჩრ.მაკედონიის მატჩის ყურებას დინამოს ცენტრალურ შესასვლელთან, დიდ ეკრანზე სთავაზობს. 

"მთავრობის შეზღუდვების გამო 12 ნოემბრის საქართველო - ჩრ. მაკედონიის მატჩს გულშემატკივრები ვერ ესწრებიან.

თუმცა, ჩვენ შეგვიძლია, დინამოს ცენტრალურ შესასვლელთან, უზარმაზარ ეკრანთან შევიკრიბოთ და ისე ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს!

12-ში, 20;45-დან გელოდებით პაიჭაძის სახელობის სტადიონის ცენტრალურ შესასვლელთან!". - ინფორმაციას პარტია საკუთარ Facebook გვერდზე ავრცელებს.

როგორც ისინი წერენ, მიუხედავად კომენდანტის საათისა, ივენთის ორგანიზატორები და გულშემატკივრების ნაწილი, პირადი პასუხისმგებლობით, მატჩის დასრულებამდე დარჩენას აპირებენ, თუმცა, შესაძლო დაჯარიმების გამო მოქალაქეებს 10 საათის შემდეგ დარჩენას არ მოუწოდებენ. 

"გვჯერა, რომ მატჩის დასრულების შემდეგ ნაკრების საგულშემატკივროდ მისულ ფანებს პოლიცია ნადირობას და დაჯარიმებას არ დაუწყებს.

თუმცა, ამის გარანტია არ არსებობს, ამიტომ ვერ მოგიწოდებთ 22:00-ის მერე ჩვენთან ერთად, სტადიონთან დარჩენისკენ. თუ გადაწყვეტთ, რომ დარჩეთ, ეს თქვენი პირადი პასუხისმგებლობა იქნება". 

კომენტარები