არჩევნები 2020

რუხაძეს 1500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, მჟავანაძეს 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

მთავარი არხი

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოძრაობა სირცხვილიას ორი აქტივისტის, ნოდარ რუხაძისა და გიორგი მჟავანაძის პროცესი დასრულდა.

მოსამართლემ გიორგი მჟავანაძეს 3-დღიანი პატიმრობა, ხოლო ნოდარ რუხაძეს 1500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. 

9 ნოემბერს, გიორგი მჟავანაძის დაკავებიდან ცოტა ხანში, მისმა ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა დაწერა, რომ პოლიციელებმა მჟავანაძეზე პოლიციის ეზოში ფიზიკურად იძალადეს. მისივე ინფორმაციით, აქტივისტის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო

სირცხვილიას 3 აქტივისტი 9 ნოემბერს პარლამენტის წინ აქციაზე დააკავეს. პოლიციამ მათ აქციაზე შესატანი შეშა წაართვა - მათი მტკიცებით, შეშა "შეიძლება, გამოყენებულ იქნეს, როგორც ძალადობის საგანი." მათ გამოძიება წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. დაკავებულ აქტივისტ ლექსო მაჭავარიანს სასამართლომ გუშინ, 10 ნოემბერს, 1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. 

კომენტარები