ხანძარი თამარაშვილზე

თამარაშვილზე, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა, ნაპოვნია ერთი ცხედარი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. ნაპოვნია ერთი ცხედარი.

როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. 

უწყების ცნობით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე არ არსებობს. 

კომენტარები