არჩევნები 2020

ბოკერია: სიცრუეა ვაშაძის ნათქვამი, ყველა არაა მზად, კრიზისისას პასუხისმგებლობა აიღოს

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია სიცრუეს უწოდებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას. 

გრიგოლ ვაშაძემ 11 ნოემბერს თქვა, რომ "სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობით თითქმის მომზადებული დიალოგი ჩაიშალა".

"გარდა იმისა, რომ გაუგებარი ცნობიერების ნაკადი მოვისმინეთ ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებებით, მთავარი საკითხი, რაზეც მინდა, რომ იყოს სრული სიცხადე, არის ის, რომ საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს, რასაც ამბობს. რომ თითქოს რაღაც მოლაპარაკებები მთლიანად ოპოზიციასთან ან მის ნაწილთან იყო დანიშნული და ჩაიშალა. უბრალოდ, სიცრუეა". – ამბობს გიგა ბოკერია. 

ოპოზიციური ლიდერის შეფასებით, მოლაპარაკებებზე დიალოგი საჭიროა და, შესაძლოა, და უნდა მოხდეს მომავალში, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ერთ საკითხზე. 

"სამარცხვინოა, რასაც ვხედავთ. მე მესმის, რომ ყველა ადამიანი არ არის მზად, კრიზისის დროს პასუხისმგებლობა აიღოს, მაგრამ ამ ფორმით პასუხისმგებლობის მოხსნა არის ძალიან ცუდი საქციელი საკუთარი პარტიისა და მთლიანად სხვების მიმართ. 

წულუკიანს უყვარს ხოლმე ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების ციტირება, მაგრამ ამ შემთხვევაში მართლაც შესაბამისია, რომ ირყეოდნენ, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა". – თქვა გიგა ბოკერიამ. 

კომენტარები