ალექსეი ნავალნის მოწამვლა

რუსეთი ნავალნის საქმეზე გერმანიასა და საფრანგეთს საპასუხო სანქციებს დაუწესებს

New Europe

უახლოეს მომავალში რუსეთი გერმანიასა და საფრანგეთის ოფიციალური პირების წინააღმდეგ საპასუხო სანქციებს შემოიღებს. - თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

"იქიდან გამომდინარე, რომ გერმანია იყო მამოძრავებელი ძალა ნავალნისთან დაკავშირებით ევროკავშირის სანქციებისა და ეს სანქციები პირდაპირ ეხება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, ჩვენი საპასუხო სანქციები იქნება შესაბამისი" - თქვა ლავროვმა.

ევროკავშირმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლისთვის, სანქციები დაუწესა რუსეთის ექვს მაღალჩინოსანს, ქიმიური კვლევის ცენტრს,და ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიის რუსეთის სახელმწიფო კვლევით ინსტიტუტს.

ლავროვმა ასევე თქვა, რომ არსებობს საფუძველი ფიქრისთვის, რომ "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნერვული აგენტი ნავალნის ორგანიზმში გერმანიაში ყოფნისას ან რუსეთიდან გერმანიაში თვითმფრინავით გადაყვანის დროს მოხვდა. მას არ დაუკონკრეტებია, თუ რა მტკიცებულება აქვს ამისათვის.

ნავალნი შეუძლოდ გახდა 20 აგვისტოს თვითმფრინავში, ტომსკი-მოსკოვის რეისზე. ის ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რუსმა ექიმებმა მის ორგანიზმში საწამლავის კვალი ვერ იპოვეს, თუმცა ოჯახის, მხარდამჭერებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით ოპოზიციონერი ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. გერმანელმა ექიმებმა, მოგვიანებით კი შვედეთისა და საფრანგეთის ლაბორატორიებმა, დაადასტურეს, რომ ნავალნის ორგანიზმში ნოვიჩოკის ტიპის ნერვული აგენტი აღმოჩნდა.

ნავალნი ბერლინის საავადმყოფოში 32 დღის განმავლობაში მკურნალობდა.

გასულ თვეს ევროკავშრიმა და ბრიტანეთმა რუსეთის მაღალი რანგის პირებს ნავალნის მოწამვლისთვის სანქციები დაუწესეს. მაშინ რუსეთი სანქციების დაწესებისთვის ევროკავშირთან დიალოგის გაწყვეტით დაიმუქრა.

რუსეთი ნავალნის მოწამვლაში რაიმე ჩართულობას უარყოფს.

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის განცხადებით, მას სჯერა, რომ მისი მოწამვლის უკან დგას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი.

ნავალნი ამ დრომდე გერმანიაშია და მკურნალობს. მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ ის რუსეთში დაბრუნებას გეგმავს.

კომენტარები