კორონავირუსი საქართველოში

ნათია თურნავა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. 

"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა და დღეიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით აგრძელებს". - წერია სამინისტროს განცხადებაში.

ნათია თურნავას ახალი კორონავირუსი 3 ნოემბერს დაუდასტუდა. ის მკურნალობის კურსს სახლში გადიოდა. 

კომენტარები