ეკონომიკა

იანვარ-ოქტომბერში იმპორტი 16.6%-ით შემცირდა, ექსპორტი 11.1%-ით

brianchristner.io

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 159.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15.0%-ით ნაკლებია.

საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი 2 715.3 მლნ. აშშ დოლარი იყო - 11.1%-ით ნაკლები, ხოლო იმპორტი 6 444.2 მლნ. აშშ დოლარი - 16.6%-ით ნაკლები 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში 3 728.9 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.7 პროცენტი შეადგინა.

საგარეო სავაჭრო ბრუნვა ოქტომბერში მიმდინარე წლის სექტემბერთან შედარებითაც შემცირდა. სექტემბერში სავაჭრო ბრუნვა 1063.3 მლნ. აშშ დოლარი იყო, ოქტომბერში კი 1018.7 მლნ. აშშ დოლარი.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს საქსტატი მიმდინარე წლის 19 ნოემბერს გამოაქვეყნებს.

კომენტარები