ბიუჯეტი

მილიონიანი ნაძვის ხის მოსართავად თბილისის მერია წელს 196 000 ლარს დახარჯავს

თბილისის მერია მთავარი საახალწლო ნაძვის ხის გაფორმებაში, ტოტების და წიწვების გადაკეთებაში წელს 195 800 ლარს დახარჯავს. ახალი ნაძვის ხე თბილისის მერიამ გასულ წელს კომპანია Idolight-ისგან 304 000 ევროდ შეიძინა, რაც დაახლოებით მილიონი ლარია. 

ხელშეკრულება მიმწოდებელ კომპანიასთან გამარტივებული შესყიდვის სახით გაფორმდა. ჯამურად დედაქალის მთავარი ნაძვის ხის მორთვა-გაფორმებაზე 103 000 ლარი დაიხარჯება, 71 000 ლარი გამოიყო 21 მეტრის სიგრძის 70 ნათურიან გირლანდაზე. დამატებით 21 000 ლარი კი კონსტრუქციისთვის საჭირო კაბელებზე.

გასულ წელს თბილისის მერიამ ახალი საახალწლო ნაძვის ხისა და განათებების შესაძენად ჯამურად 2,734 მილიონი ლარი (829,512 ევრო) გადაიხადა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდიდან ირკვევა, რომ თბილსერვის ჯგუფმა სულ სამი ტენდერი გამოაცხადა. სამივე შემთხვევაში ტენდერი იტალიურმა კომპანია IDO SRL-მა (IDOLIGHT) მოიგო. 

კომენტარები