შსს

შსს: ბათუმში ბელარუსის მოქალაქე ქალის მკვლელობისთვის ერთი ადამიანი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა ბათუმში 6 ნოემბერს მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნეს და ერთი ადამიანი დააკავეს. 

უწყების ცნობით, 6 ნოემბერს 1977 წელს დაბადებულმა ზ.დ.-მ ნაცნობს, ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქე, 1971 წელს დაბადებულ ქალს, ინიციალებით ტ.ჩ. მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე მისსავე დროებით ბინაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

ჭრილობების შედეგად ტ.ჩ. გარდაიცვალა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ითვალისწინებს პატიმრობას 7-დან 15 წლამდე. 

კომენტარები