არჩევნები 2020

გოგორიშვილი ცესკო-ს სხდომიდან გააძევეს, მაგრამ ვერ აძევებენ

ხათუნა გოგორიშვილი

ცესკო-ს სხდომიდან ხათუნა გოგორიშვილის გაძევებას კენჭი უყარეს, გაძევებას მხარი დაუჭირეს, მაგრამ ვერ აძევებენ.

"მიდით, გამაძევეთ, პარლამენტის წევრი ვარ". – ამბობს გოგორიშვილი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში საოლქო ოქმების საჩივრების განხილვა მიმდინარეობს. ევროპული საქართველოდან სხდომას სერგი კაპანაძე, ხათუნა გოგორიშვილი, ლევან თარხნიშვილი, ოთარ კახიძე და გიორგი კანდელაკი ესწრებოდნენ. პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 30-ვე ოლქის საუბნო შემაჯამებელი ოქმი გაასაჩივრა. 

კომენტარები