COVID 19

ვირუსის უარმყოფელი დეკანოზი დავით ქვლივიძე კორონავირუსით დაინფიცირდა

დეკანოზი დავით ქვლვივიძე

დეკანოზი დავით ქვლივიძე, რომელიც ვირუსის არსებობას უარყოფდა და მას, თანამოაზრე მღვდლებთან ერთად "ცრუ პანდემიად" მოიხსენიებდა, კორონავირუსით დაინფიცირდა - ინფორმაცია ტაბულას საქართველოს საპატრიარქოში დაუდასტურეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლების ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ახალი კორონავიმრუსის პანდემია უარყო.

იგივე მღვდლები ეწინააღმდეგებიან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მიერ მიღებულ ზოგიერთ საკარანტინო ზომასაც, მაგალითად ტაძრების დეზინფექციას (მიუხედავად იმისა, რომ ერთი კოვზით ზიარების პრაქტიკის გამო ეს ზომები არსებითი არ არის).

"მკრეხელურია ტაძრის შიდა სივრცის, ხატების, განსაკუთრებით კი საკურთხევლის დეზინფექცირების ზომების, ასევე ტაძრებში ე.წ საკარანტინო დისტანციისა და მსგავსი ღვთისმბრძოლი საკარანტინო ზომების დაწესება. ტაძარი ისეთი ადგილია, სადაც საიდუმლოებებისა და მორწმუნეთა ერთობლივი ლოცვით ყველაზე მეტად მოქმედებს ღვთის ხელთუქმნელი მადლი. ეს კი გამორიცხავს ინფექციის გადაცემის შესაძლებლობას". - ამბობს დეკანოზი დავით ისაკაძე ვიდეომიმართვაში.

საპატრიარქოს ცნობით, ინფიცირებულია ასევე მმკ-სთან დაკავშირებული კიდევ ერთი მღვდელი, მამა ბასილ ანთაძე.

კომენტარები