არჩევნები 2020

გლდანში უცნობმა პირებმა ნიკა მელიას ოფისის დაწვა სცადეს

მთავარი არხი

გლდანში უცნობმა პირებმა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრის, ნიკა მელიას ოფისის დაწვა სცადეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. 

როგორც მთავარი არხის კადრებში ჩანს, ჩამსხვრეულია ოფისის შუშა, ასევე დამწვარია ავეჯი. 

შტაბის ხელმძღვანელის თქმით, ადგილზე მისულებს შენობაში შეგდებული ბენზინის 2 ბოთლი და დაზიანებული ოფისი დახვდათ. 

"ჯერ არავინ არ არის იდენტიფიცირებული. დილის 6-ის წუთებზე შევიტყვეთ, რომ ოფისში ხანძარია. დაგვხვდა ჩამსხვრეული შუშები და შენობაში შეგდებული ბენზინის 2 ბოთლი. მთლიანად აპირებდნენ დაწვას, მაგრამ ვერ მოასწრეს.

იმედი არ მაქვს, რომ რამეს გამოიძიებენ. იგივენაირად ჩაფარცხდება, როგორც იყო ყოველთვის". –ამბობს მელიას შტაბის ხელმძღვანელი მთავართან

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. 

კომენტარები