არჩევნები 2020

MDF: წინასაარჩევნოდ ოპოზიციის წინააღმდეგ ყველაზე გავლენიანი დისკრედიტაცია გარეჯის თემა იყო

მედიის განვითარების ფონდმა (MDF) 2020 წლის წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ცნობით, წინასაარჩევნო პერიოდში ყველაზე გავლენიანი დისკრედიტაციის კამპანია, რაც ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ ოპოზიციის წინააღმდეგ წამოიწყო, დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის თემას ეხებოდა. რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის სადავო სასაზღვრო მონაკვეთზე მდებარეობს.

"აღნიშნული კამპანია აყალიბებდა ნარატივს, რომ ოპონენტები ეკლესიებს და სამშობლოს ჰყიდიან, ხოლო ხელისუფლება, ამ საფრთხეების განეიტრალებას ახდენს. 

კამპანიას სამართლებრივი პროცესიც ახლდა თან, რისი საფუძველიც რუსულ სპეცსამსახურებთან დაახლოებული ბიზნესმენის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის ტოპოგრაფიული რუკების მიწოდება გახდა". – აღნიშნულია ანგარიშში.

მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან გაკეთებული ანტიდასავლური და სიძულვილის ენის შემცველი გზავნილების, ასევე ყალბი ინფორმაციისა და კამპანიების მონიტორინგის შედეგებს ასახავს. ორგანიზაციის ცნობით, დაკვირვება როგორც ტრადიციულ, ასევე სოციალურ მედიაზე ხორციელდებოდა, მათ შორის რეგიონულ მედიებსა და პოლიტიკურ სუბიექტებთან დაკავშირებულ სოციალურ ანგარიშებზე.

სრულად ანგარიში შეგიძლიათ, იხილოთ აქ. 

წაიკითხეთ ამავე თემაზე:

კომენტარები