COVID-19-ის ვაქცინა

Moderna: COVID-19-ის ვაქცინის კანდიდატი 95%-ით ეფექტიანია

0 კომენტარი

Pfizer-ის ვაქცინის ეფექტიანობის დადასტურებიდან ერთი კვირის შემდეგ კიდევ ერთი ბიოტექნოლოგიური კომპანია მოდერნა აცხადებს, რომ მათი ექსპერიმენტული ვაქცინა კლინიკურ გამოცდებში 94.5%-ით ეფექტიანი იყო დაავადების პრევენციაში. 

ორივე ვაქცინის შედეგები მასშტაბური კლინიკური კვლევების წინასწარი მონაცემებიდანაა ცნობილი. Moderna-ს კვლევაში 30 000 ცდისპირი მონაწილეობდა. ნახევარმა ვაქცინის ორი დოზა 28 დღის შუალედით მიიღო, ხოლო მეორე ნახევარმა პლაცებო იგივე განრიგით. 

მონაწილეებში COVID-19-ით მხოლოდ 95 ადამიანი დაავადდა, მათგან არავაქცინირებული ჯგუფის წარმომადგენელი მხოლოდ ხუთი იყო, ხოლო ოთხმოცდაათი იმყოფებოდა იმ ჯგუფში, რომელიც პლაცებოს იღებდა. ეს შედეგები მიუთითებს იმაზე, რომ ვაქცინა უზრუნველყოფს იმუნურ პასუხს, რომელიც იცავს ადამიანს კორონავირუსთან ექსპოზიციის შემდეგ. 

"ჩვენი მესამე ფაზის კვლევის დადებითი წინასწარი ანალიზი გვაჩვენებს პირველ დადასტურებას, რომ ჩვენ ვაქცინას შეუძლია COVID-19-ის დაავადების პრევენცია, დაავადების მძიმე ფორმის ჩათვლით".–ამბობს მოდერნას აღმასრულებელი დირექტორი, სტივენ ბენსელი, თავის განცხადებაში. 

ორივე - Moderna და Pfizer-ი იყენებს ერთსა და იმავე ტექნოლოგიას ვაქცინის დასამზადებლად. ეს ტექნოლოგია ემყარება მოლეკულას, სახელწოდებით - ინფორმაციული რნმ (messenger RNA). ეს მოლეკულა შეიცავს გენეტიკურ ინსტრუქციებს უჯრედის შიგნით ცილის დასამზადებლად. 

ამ ვაქცინისთვის მკვლევრებმა შექმნეს ინფორმაციული რნმ, რომელიც წარმოქმნის კორონავირუსის სპაიკ ცილას. ეს ცილა ვირუსის მიერ უჯრედის ინფიცირებაში საკვანძო როლს თამაშობს და მას ასევე შეუძლია ადამიანის იმუნური რეაქციის აღძვრა, რათა წარმოქმნას ანტისხეულები ვირუსის წინააღმდეგ  ადამიანის ინფიცირების გარეშე, რადგან ვირუსის დანარჩენი ნაწილი მასში არ გვხვდება. 

ამ ორი mRNA ვაქცინის ეფექტიანობა აღსანიშნავია, ვინაიდან ეს ტექნოლოგია ახალია და აქამდე საკვებისა და წამლის ადმინისტრაციას არ დაუმტკიცებია ინფორმაციული რნმ-ზე დაფუძნებული ვაქცინა. 

 

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები