ემანუელ მაკრონი

მაკრონი: აშშ მხოლოდ მაშინ გვცემს პატივს, თუ ვიქნებით სერიოზულები და თავდაცვაში სუვერენულები

ემანუელ მაკრონი
AFP

Le Grand Continent-თან ინტერვიუში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ ის თუ ვინ არის აშშ-ს ლიდერი, გავლენას არ უნდა ახდენდეს ევროპის სტრატეგიული ავტონომიის სურვილზე.

"აშშ როგორც მოკავშირეებს მხოლოდ მაშინ გვცემს პატივს თუ ვიქნებით სერიოზულები და ჩვენს თავდაცვაში სუვერენულები". – თქვა მაკრონმა.

მაკრონი გამოეხმაურა გერმანიის თავდაცვის მინისტრის ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერის POLITICO-ში გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის თანახმადაც, "ევროპას ჯერ კიდევ სჭირდება ამერიკა". კრამ-კარენბაური წერს, ევროპამ უნდა აღიაროს ის, რომ უსაფრთხოების საკითხებში დარჩება დამოკიდებული აშშ-ზე.

"ილუზიები ევროპული სტრატეგიული ავტონომიის შესახებ უნდა დასრულდეს: ევროპელები ვერ შეძლებენ, ჩაანაცვლონ ამერიკის გადამწყვეტი როლი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში... ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ დავრჩებით დამოკიდებული [აშშ-ზე]". – წერდა ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი.

კრამპ-კარენბაუერის აზრს არ ეთანხმება ემანუელ მაკრონი. საფრანგეთის პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ ამ მოსაზრებას გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც არ იზიარებს.

"მე ვფიქრობ, რომ ეს არის ისტორიის არასწორი გაგება". - ასე შეაფასა მაკრონმა კრამპ-კარენბაუერის არგუმენტი.

"საბედნიეროდ, თუ სწორად მესმის, კანცლერი ამ მოსაზრებას არ იზიარებს". - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ჯო ბაიდენისთვის არჩევნებში გამარჯვების მილოცვისას, ანგელმა მერკელმა აღნიშნა, რომ ევროპამ უფრო მეტი უნდა გააკეთოს საკუთარი უსართხოებისთვის და დაიცვას საკუთარი ღირებულებები. 

უფრო მკაცრი პოზიცია აქვთ საფრანგეთის ოფიციალურ პირებს. თვის დასაწყისში ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა კლემენტ ბიონმა თქვა, რომ ევროპა არ უნდა იქცეოდეს როგორც "ბავშვი, რომელიც ელოდება რომ ზრდასრული ატლანტის ოკეანის მეორე მხარეს რაიმე ჯილდოს მისცემ ან გულკეთილობას გამოიჩენს".

კომენტარები