არქეოლოგია

ეგვიპტეში 2500 წლის სარკოფაგები და მოოქროვილი ქანდაკებები აღმოაჩინეს

0 კომენტარი

ეგვიპტის ანტიკურობისა და ტურიზმის სააგენტომ გაავრცელა გაცხადება, რომ არქეოლოგებმა  ძველი ეგვიპტის დედაქალაქის, მემფისის მახლობლად, საქარას ნეკროპოლისში 100 ანტიკური სამარხი და 40 მოოქროვილი ქანდაკება აღმოაჩინეს. ახლად აღმოჩენილი სარკოფაგები და ქანდაკებები 2500 წლისაა და ანტიკურობის მინისტრ ხალედ ელ ანანის თქმით, პტოლემაურ დინასტიას მიეკუთვნება. 

ცნობილ ნეკროპოლისში აღმოჩენილი არტეფაქტები წელს გაკეთებული არქეოლოგიური აღმოჩენების რიგიდან ერთ-ერთია. სექტემბრის შემდეგ არქეოლოგებმა აღმოაჩინეს, სულ მცირე, 140-მდე დალუქული სარკოფაგი. 

ეგვიპტის ანტიკურობათა უზენაესი საბჭოს დირექტორის, მოსტაფა ვაზისის თქმით, სამარხები ეკუთვნოდა "ძალიან მდიდარ, ელიტურ, მაღალი რანგის ხალხს." ვაზირი მონაწილეობდა ერთ-ერთ სარკოფაგში მოთავსებული მუმიის სკანირების პროცესში, რომელიც მისი თქმით, 40-45 წლის დიდგვაროვანი იყო. "ის მდიდარი უნდა ყოფილიყო, რადგან მისი ხელები მკერდზე იყო გადაჯვარედინებული, რაც სამეფო ოჯახის სიმბოლოა. 

ეგვიპტის მთავრობა არტეფაქტების მუზეუმებში გადანაცვლებას გეგმავს, მათ შორის დიდ ეგვიპტურ მუზეუმში, რომელიც სახელგანთქმული ხეოფსის პირამიდების მახლობლად მდებარეობს.

ეგვიპტის მთავრობამ არქეოლოგიური აღმოჩენები ტურიზმის ინდუსტრიის წახალისების იმედით გამოფენაზე წარმოადგინა. ეგვიპტის ტურისტული ინდუსტრია მნიშვნელოვნად დაზარალდა 2011 წელს ავტოკრატი ჰოსნი მუბარაკის გაძევებასთან დაკავშირებით განვითარებული პოლიტიკური არეულობის გამო. ეგვიპტის ტურიზმისთვის ასევე დიდი დარტყმა იყო ამ წლის COVID-19 ის პანდემია. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები