არჩევნები 2020

ბოკერია აქციაზე: შესაძლებლობაა დავანახოთ მსოფლიოს, რომ არ ვიღებთ ოლიგარქის თამაშის წესებს

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტსა და ოპოზიციის მშვიდობიან, მდუმარე აქციას ეხმაურება.

ბოკერიას თქმით, მაიკ პომპეო კარგადაა ინფორმირებული იმ ვითარების შესახებ, რაც საქართველოშია, ხოლო მისი ვიზიტი კიდევ ერთი შესაძლებლობაა ოპოზიციისთვის, მთელმა მსოფლიომ გაიგოს მათი მკაფიო პოზიცია, რომ ისინი არ იღებენ ოლიგარქის წესებს.

"სახელმწიფო მდივანი პომპეო საკმაოდ კარგადაა ინფორმირებული ვითარების შესახებ, მას საელჩოც აქვს აქ და ბევრი სხვა წყაროც. ჩვენ, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოებაც შეერთებული შტატების იმ სტრუქტურებთან, ვინც ამ რეგიონთან არის დაკავშირებული ინტენსიურ კომუნიკაციაში ვართ.

ეს ოპოზიციის შესაძლებლობაა, რომ მსოფლიო მედიისთვის, მთელი მსოფლიოსთვის, არამარტო სახელმწიფო მდივნისთვის, ამ პოზიციის კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაფიქსირების, რომ ქართული საზოგადოება არასოდეს არ მიიღებს იმ თამაშის წესს, რომ ვინც მთავრობაშია, ესეთი სამარცხვინო ოლიგარქია ან თუნდაც მასზე უკეთესი მთავრობა წყვეტდეს, სადამდე იქნება მთავრობაში და არა ქართველთა უმრავლესობა". – ამბობს გიგა ბოკერია.

მაიკ პომპეო საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს, 17 ნოემბერს ეწვევა. 18 ნოემბერს კი 11:00 საათზე ოპოზიცია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტისას მდუმარე აქციას გამართავს.

კომენტარები