მარკუს რაშფორდი

მარკუს რაშფორდი: წიგნების კითხვა 17 წლის ასაკში დავიწყე

Sky News

მანჩესტერ იუნაიტედისა და ინგლისის საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელმა, მარკუს რაშფორდმა, ახალი საქველმოქმედო კამპანია წამოიწყო. ფეხბურთელის ინიციატივით ბრიტანელ ბავშვებს 380 000 წიგნი დაურიგდებათ.

"წიგნების კითხვა 17 წლის ასაკში დავიწყე, ჩემს ოჯახს სხვა პრიორიტეტები ჰქონდა, მთავარია მაგიდაზე საჭმელი ყოფილიყო, წიგნის ფული არავის გააჩნდა. კითხვა ჩემთვის ესკაპიზმი გახდა, მსურს, ჩემი გამოცდილება ბავშვებს გავუზიარო და ნებისმიერ ფასად მივაწოდო წიგნები". – ამბობს ფეხბურთელი.

ახლო წარსულში რაშფორდმა კორონავირუსის პანდემიის ფონზე სკოლის მოსწავლეებისთვის უფასო საკვების მიწოდების სერვისიც დააფუძნა. 

 

კომენტარები