პომპეოს ვიზიტი

მთავრობის ადმინისტრაციაში მაიკ პომპეო გიორგი გახარიას ხვდება

რადიო თავისუფლება / Screengrab

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია მთავრობის ადმინისტრაციაში აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს ხვდება.

მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ტურნეს ფარგლებში იმართება.

პრემიერმინისტრამდე აშშ-ს სახელმწიფო მდივანი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ორბელიანების სასახლეში შეხვდა.

გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ, 11:15 საათზე დაგეგმილია ვიზიტი საპატრიარქოში. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პომპეო ილია მეორესთანაც გეგმავს შეხვედრას.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, პომპეო საქართველოში ვიზიტისას სამოქალაქო სექტორს შეხვდება და მათ შეხედულებებს მოისმენს კანონის უზენაესობაზე, მოსამართლეთა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე. შეხვედრა სასტუმრო შერატონში 12:05-ზე შედგება.

ამის პარალელურად ოპოზიცია გამართავს მდუმარე აქციას – "გაყალბებულია".

კომენტარები