ლარის კურსი

30 მლნ დოლარის გაყიდვის შემდეგ ლარი დოლართან 1.02, ევროსთან კი 1.11 თეთრით გამყარდა

ეროვნული ბანკი

18 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ოფიციალური გაცვლითი კურსით, ლარი დოლართან მიმართებით 1.02 თეთრით, ევროსთან მიმართებით კი  1.11 თეთრით გამყარდა. ამ დროისთვის ერთი დოლარის ღირებულება 3.2919 ლარია, ერთი ევროსი კი – 3.9098.

18 ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა კიდევ 30 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. სებ-მა ლარის კურსის სტაბილურობისთვის ეს არაერთხელ გააკეთა. მხოლოდ სექტემბერ-ოქტომბერში სებ-მა 320 მილიონი დოლარის რეზერვი გაიტანა სავალუტო ბაზარზე. მთლიანად მიმდინარე წელს კი ეროვნულმა ბანკმა 776 მილიონი დოლარი გაყიდა.

საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი განსაკუთრებით დაეცა პანდემიის შედეგად ჩაკეტილი საზღვრებისა და რამდენიმეთვიანი კარანტინის ფონზე. 8 თვის წინ, პანდემიის დაწყებამდე, 2020 წლის 23 თებერვალს ერთი ევროს ოფიციალური კურსი 3.0571 ლარი იყო, ხოლო 1 აშშ დოლარის – 2.8299 ლარი. ამ პერიოდში ლარი დოლართან 51 თეთრით, ხოლო ევროსთან 84 თეთრით გაუფასურდა.

კომენტარები