კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: მაქვს ძლიერი ხველა, სისუსტე, მაწუხებს თავის და ყელის ტკივილი – მდგომარეობა იგივეა

თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ცერცვაძეს 17 ნოემბერს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

"ცოტა მეუხერხულება ჩემს შესახებ ამდენი ვწერო, თუმცა ვინაიდან ინტერესი დიდია და შეუძლებელია, ყველა სატელეფონო ზარს ვუპასუხო, აქ დავწერ: ჯანმრთელობის მდგომარეობა იგივეა და მკურნალობას სახლში ვაგრძელებ-ღამით ტემპერატურა 37.5 გრადუსი მქონდა. ისევ მაწუხებს თავის და ყელის ტკივილი. ძლიერი ხველა და სისუსტე.

მიუხედავად ამისა, ვცდილობ, ვიყო მხნედ და არ ჩამოვრჩე მოვლენებს. მაგალითად: გუშინ დისტანციურად მონაწილეობა მივიღე საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში. ფეისბუქში დავწერე მადლობის წერილი, რომელიც თქვენ გეკუთვნით - ვინც ინტერესდებით ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით". - წერს ცერცვაძე. 

თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, მისი მეუღლე, ანა თოფურია თავს უკეთ გრძნობს - ტემპერატურა 37.1 აქვს და უმნიშვნელოდ აწუხებს ყელისა და სახსრების ტკივილი.

"თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა მკურნალობას სტაციონარში გავაგრძელებ. სულ ეს არის და ეს. გაუფრთხილდით თავს და გისურვებთ ჯანმრთელობას". - წერს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი.

კომენტარები